USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება, 6 თვეა ვოპერირებთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი

საქართველოში მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება, 6 თვეა ვოპერირებთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი

2024-05-31 10:00:00

6 თვეა რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ, თუმცა მოლოდინმა შედეგს გადააჭარბა ,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მზის ელექტროსადგურების კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა.

„ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. მსხვილ პროექტებზე ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მოიცავს მზის ელექტროსადგურების დაპროექტებასა და  მშენებლობას. ეს არის როგორც ქსელური ისე ჰიბრიდული სადგურები“,- განაცხადა ნინა გადელიამ.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე „შაინ ენერჯის“ სწრაფი წარმატება კომპანიაში დასაქმებულმა პროფესიონალთა გუნდმა და სწორმა სტრატეგიამ განაპირობა.

„შესაბამისად, ეს დაინახეს ჩვენმა არსებულმა და სამომავლო პარტნიორებმა და გვიხარია, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად, მოკლე დროში ნდობის მოპოვება შევძელით, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“,-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„შაინ ენერჯი“ ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას კომერციულ სექტორს სთავაზობს, თუმცა კომპანიის სერვისი ხელმისაწვდომია კერძო პირებისთვისაც.

„ივნისში ვიწყებთ მზის ელექტროსადგურების მშენებლობას ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის. ჩვენი პარტნიორები არიან TOP კომპანიები. ასევე გვაქვს მიმდინარე მცირე ზომის პროექტები, რომლებსაც კერძო სახლებისთვის განვახორციელებთ. ჩვენმა პროექტებმა უკვე მოიცვა არამხოლოდ თბილისი, არამედ ბევრი რეგიონი ,“- ამბობს ნინა გადელია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნის ზრდას,  „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ამას ცნობადობის ზრდასა და ფასების შემცირებას უკავშირებს.

„მზის მოდულებზე მკვეთრად არის შემცირებული ფასი და ეს არის მთავარი კომპონენტი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ცნობადობა გაზრდილია. 10-დან 9 ადამიანს აქვს ინფორმაცია მზის ელექტროსადგურის საჭიროებისა და ბენეფიტების შესახებ“, -ამბობს ნინა გადელია.

როგორც „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ამბობს, მზის ელექტროსადგურის მონტაჟის ფასს სიმძლავრესთან ერთად სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. მათ შორის ადგილმდებარეობა, ასევე ის, თუ სად მონტაჟდება სადგური, მიწაზე, თუ სახურავზე.

„ჩვენი კომპანიის ფასები კონკურენტულია და რაც უფრო დიდია პროექტის მოცულობა, მით უფრო ნაკლებია კილოვატის ფასი და პროექტის ღირებულება. შესაბამისად, ნაკლებია რეინვესტირების პერიოდიც, დაახლოებით 2.5 -დან 4-წლამდე სჭირდება თანხის ამოღებას“,- ამბობს ნინა გადელია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები