USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფრანგეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს - ემანუელ მაკრონი

2023-07-11 15:16:08

საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ამის შესახებ BBC წერს. 

„მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით უნდა მოხდეს, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ჩასვლისთანავე.

Scalp-ის რაკეტები, რომელთა გადატანა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ეკვივალენტია. ბრიტანეთი კიევს ამ რაკეტების მიწოდებას გაზაფხულზე  დაჰპირდა.

Storm Shadow არის თვითმფრინავის საკრუიზო რაკეტა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. სროლის დიაპაზონი - 250 კმ-ზე მეტი.

დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებული რაკეტების გაშვება მხოლოდ საჰაერო გზით ხდება; ფრანგული რაკეტების გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები