ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის ფარგლებში, Tinkoff-ი, Alfa-Bank-ი და Rosbank-ი შავ სიაში შეიყვანა. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა.
შეზღუდვები გულისხმობს ევროკავშირის საკრედიტო ინსტიტუტების აქტივების გაყინვას, ამ ბანკებთან ტრანზაქციების აკრძალვას, ასევე SWIFT-თან მათ გათიშვას.
ამ სამი ბანკის შესაძლო სანქცირების შესახებ, დასავლური მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. თავად საკრედიტო დაწესებულებებში, ამ ფონზე, ირწმუნებოდნენ, რომ მომხმარებლისთვის პრაქტიკულად არაფერი შეიცვლებოდა.
იმ პირებს შორის, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები გაფართოვდა, არიან „როსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, ქირურგი ლეონიდ როშალი და ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელი ვალერი ფადეევი. სანქციების სიაში შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და საგარეო დაზვერვის სამსახურიც.
რუსული „ალფა-ბანკი“ და „როსბანკი“ აშშ-ის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან არიან. Tinkoff-ი ჯერ არ არის შეყვანილი სანქციების სიაში.
სანქციების მეათე პაკეტის მიღება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს დაემთხვა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება