პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიის Orlen-ის ხელმძღვანელმა დანიელ ობაიტეკმა განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება შეჩერდა.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„რუსეთმა შეაჩერა ნავთობის მიწოდება პოლონეთისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, - წერს სოციალურ ქსელში პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიის ხელმძღვანელი.
დანიელ ობაიტეკის ინფორმაციით, პოლონეთში ნავთობის მხოლოდ 10% შემოდიოდა რუსეთიდან და მიწოდება სხვა წყაროებით შეიცვლება.
მან აღნიშნა, რომ ეს პოლონეთის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მარაგების დივერსიფიკაციის შედეგად.გახდა შესაძლებელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი