რუსეთის ბიუჯეტის ფარული ხარჯვა 24 მარტის მდგომარეობით 2,4 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, რაც 2022 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
ამის შესახებ Bloomberg-ი საბიუჯეტო სისტემის ერთი პორტალის მასალებზე დაყრდნობით იუწყება.
ერთიანი პორტალის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლებმა 24 მარტის მდგომარეობით 3,46 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა - 7,37 ტრილიონი. ამრიგად, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ საიდუმლო ნაწილი რუსეთის ბიუჯეტის მთელი ხარჯების მესამედს შეადგენს - ეს აქამდე არასდროს მომხდარა.
„ხარჯების საიდუმლო ნაწილი უკრაინაში შეჭრასთან და მისი ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებული ხარჯების გამოა გაზრდილი“, - ამბობს ეკონომისტი ოლექსანდრა სუსლინა.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ბიუჯეტში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები ყველაზე მეტად გაიზარდა და მხოლოდ სოციალურ პროგრამებს ჩამორჩება. ამავდროულად, ეკონომიკაზე და სოციალურ პროგრამებზე დანახარჯები იგივე დონეზე დარჩა, ხოლო განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ოდნავ გაიზარდა.
2023 წლისთვის, რუსეთის ბიუჯეტის საიდუმლო წილია ყველა ხარჯის თითქმის მეოთხედი (6,6 ტრილიონი რუბლი) იქნება. ზრდა ძირითადად განპირობებულია პუნქტით „სხვა ხარჯები ეროვნული თავდაცვის სფეროში“ ხარჯების ზრდით.
2023 წლის პირველ ორ თვეში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2,58 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2023 წლის გეგმების 88%-ია - ბიუჯეტის კანონი 2,93 ტრილიონი რუბლის დეფიციტს ითვალისწინებს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი