საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში $24 214 200 ღირებულბის 850 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.
ყველაზე მეტი ელექტრომობილი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა (426 ერთეული). მეორე ადგილზეა ჩინეთი (271 ერთეული), ხოლო მესამეზე გერმანია (53 ერთეული).
ქვეყანა: ღირებულება : ერთეული:
აშშ | $9,744.4 | 426 |
ჩინეთი | $8,188.8 | 271 |
გერმანია | $3,914.2 | 53 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | $1,001.4 | 27 |
კორეა, რესპუბლიკა | $431.5 | 15 |
იაპონია | $214.9 | 34 |
ტაილანდი | $120.9 | 1 |
იტალია | $112.2 | 4 |
ნიდერლანდები | $103.6 | 4 |
ნორვეგია | $94.9 | 2 |
თურქეთი | $80.8 | 3 |
აზერბაიჯანი | $80.3 | 2 |
უკრაინა | $ 53.4 | 2 |
დანარჩენი ქვეყნები | 72.8 | 6 |
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა