USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები - ვაჭრობა და ინვესტიციები

როგორია საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები - ვაჭრობა და ინვესტიციები

2023-03-25 14:40:49

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიიდან 118,160.34 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, ხოლო  ექსპორტმა 12,329.64 ათასი დოლარი (პროდუქტის ღირებულება) შეადგინა .

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მონაცემებით, ექსპორტი ორ თვიან ჭრილში 10%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 64%-იან ზრდას.

2022 წლის იანვარ-თებერვალში გერმანიაში ექსპორტზე 11,194.81 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა და ​71, 918.78 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტირდა. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით გერმანიიდან საქართველოში პროდუქციის იმპორტის კუთხით რეკორდული 2022 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანაში 673,360.93 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.

ექსპორტის კუთხით კი რეკორდულია 2016 წელია, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გერმანიაში 85,486.55 ათასი დოლარს ღირებულების პროდუქცია შევიდა.

2022 წლის მონაცემებით გერმანიაში პირველი საექსპორტო პროდუქცია თხილი და სხვა კაკალი იყო.

Top 5 პროდუქტი რასაც გერმანიაში ვყიდით: 

  • თხილი და სხვა კაკალი - 4,578.08 ტონა,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3,331.70 ტონა,  
  • სხვა თიხები - 2,232.00 ტონა,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1,533.37 ტონა
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1,178.07 ტონა.

TOP 5 პროდუქტი, რომელიც გერმანიიდან შემოდის: 

  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,843.81 ტონა, რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 5,744.86 ტონა,მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 4,961.93 ტონა,გრაფიტი - 4,596.30 ტონა, ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3,436.45 ტონა.

რაც შეეხება ინვესტიციებს 2022 წელის გერმანიიდან საქართველოში კაპიტალდაბანდებამ 34 712,4 მლნ დოლარი შეადგინა. 

ბოლო 10 წელიწადში გერმანიიდან საქართველოში ინვესტირებული კაპიტალის სტატისტიკა: 

No description available.

  • 2012 წელი - 142 405,6 მლნ დოლარი;
  • 2013 წელი - 31 927,4 მლნ დოლარი;
  • 2014 წელი - 4 186,9 მლნ დოლარი;
  • 2015 წელი - -2 609,0 მლნ დოლარი ;
  • 2016 წელი  - 24 315,6 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით 0%-ი - წილი მთლიან FDI-ში - 1.5%%
  • 2017 წელი - -94 507,7 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით 0%-ი - წილი მთლიან FDI-ში - -4.7%
  • 2018 წელი - 41 127,1 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით 0%-ი - წილი მთლიან FDI-ში - 3.0%
  • 2019 წელი - 23 880,2 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით -41.9%-ი - წილი მთლიან FDI-ში - 1.8%
  • 2020 წელი - 36 598,8 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით 36.6%-ი - წილი მთლიან FDI-ში - 6.2%
  • 2021 წელი - 36 168,4 მლნ დოლარი - ცვლილება წინა წელთან შედარებით -1.2%-ი - წილი მთლიან FDI-ში - 2.9%

ჯამში 2012-დან 2022 წლის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოში 342 419,1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები