USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის გაუქმდება რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი

როდის გაუქმდება რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი

2023-04-10 12:31:56

როდის გაუქმდება რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმი, საავტომობილო გზების დეპარტამენტში სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ. 

როგორც Business Insider Georgia-ს განუცხადეს, ჯერ-ჯერობით რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივოდიდან გამომდინარე სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება. 

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი. 

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმში 8 აპრილიდან აღდგა. 

კერძოდ,  07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან  აიკრძალა, ხოლო 8 აპრილიდან სპეციალური რეჟიმით აღდგა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები