USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა საქართველოში დამზადებული ავეჯი - მიზეზები

რატომ გაძვირდა საქართველოში დამზადებული ავეჯი - მიზეზები

2023-02-17 17:32:12

ქართული წარმოების ავეჯის ფასი თითქმის გაორმაგდა, რასაც მწარმოებლები ნედლეულის გაძვირებას უკავშირებენ.

კომპანია Geo house-ის დირექტორი პაატა რაჭველიშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ფასმა 40-50%-ით მოიმატა, ამდენივეთი გაძვირებულია ნედლეულიც, თუმცა ამ ფაქტორს გაყიდვებზე ნეგატიურად არ უმოქმედია. მეტიც, როგორც ქართველი მეწარმე ამბობს, ავეჯის გაძვირების მიუხედავად, რეალიზაციის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც მშენებლობის ტემპის გააქტიურებასა და ზოგადად უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას უკავშირდება.

„გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო ნედლეული ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 40-50%-ით გაძვირდა, რამაც გარკვეული დონით გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც იქონია. ამავე მაჩვენებლით გაძვირდა ქართული წარმოების ავეჯიც.

თუკი ტენდენციას დავაკვირდებით, მასალა გაძვირდა, მაგრამ ხელობის ფასი არ შეცვლილა, არსებულ ნიშნულზე დარჩა.

დატვირთვა გაიზარდა, რადგან ყველა არემონტებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას, ვისაც ბინა აქვს გაქირავებას ცდილობს და წესრიგში მოყვანას, რაც ავეჯის ბიზნესზეც აისახება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სახის მშენებლობა გააქტიურებულია, მივიწყებული ობიექტები და სასტუმროები იხსნება, რაც პარალელურ ბიზნესებზეც დადებითად მოქმედებს", - აცხადებს პაატა რაჭველიშვილი Business Insider Georgia- სთან.

რაც შეეხება ფასებს, კარის დამზადების ფასი 600 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 450 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად იზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები