სამკაულების მწარმოებელმა დანიურმა ბრენდმა Pandora-მ აიღო მდგრადი ვალდებულება, რომ 2025 წლიდან ბრენდის სამკაულებისთვის 100%-ით რეციკლირებულ ვერცხლსა და ოქროს გამოიყენებს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
3 მარტს კომპანიამ თავისი პირველი 500 მილიონი ევროს (531 მილიონი აშშ დოლარი) ობლიგაცია გაყიდა, რომლის ვადაც ხუთი წელია.
Pandora-სმდგრადი ვალდებულების შეთანხმება მოიცავს სამ მიზანს, რომელთაგან ორი ფოკუსირებულია ემისიების შემცირებაზე, ხოლო მესამე ორი წლის განმავლობაში გადამუშავებული ოქროსა და ვერცხლის მთლიან გამოყენებას განსაზღვრავს.
„Pandora-მ ეს შეთავაზება საბანკო სესხების ბაზარზე მისი ექსპოზიციის შესამცირებლად და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით გააკეთა.
გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის, მათ შორის არსებული ვალის რეფინანსირებისთვის“, - თქვა Bloomberg-ის წყარომ.
Pandora ასევე აცხადებს, რომ 2023 წელს მინიმუმ 100 ახალი მაღაზიას გახსნის.
ბრენდის აქციების ფასი, მოგებისა და აქციების გაყიდვის გეგმების გამო წლის დასაწყისიდან თითქმის 36%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ Pandora-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და ბელორუსში გაყიდვები შეაჩერა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება