გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს გაუტოლდა, ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთსა და რუსეთში ჩავიდა.
საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა:
1. თურქეთი - 54.1%;
2. რუსეთი - 14.2%;
3. ევროკავშირის ქვეყნები - 10.9%;
4. სომხეთი - 7%;
5. აზერბაიჯანი - 1.2%
სხვა ქვეყნები - 12.6%
2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების სტატისტიკა:
1. საყიდლები - 759.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 448.7 ლარი;
2. საკვები და სასმელები - 552.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 326.1 ლარი;
3. განთავსება - 255.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 151.1 ლარი;
4. ადგილობრივი ტრანსპორტი - 173.6 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 102.5 ლარი;
5. გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 52.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 30.8 ლარი;
სხვა ხარჯი - 32.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 19.4 ლარი.
2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (41.1 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორცელდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი