USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან

რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან

2023-03-25 11:00:42

2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ბიუჯეტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 12%-იანი კლება ფიქსირდება.

როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ვიგებთ ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) მიმდინარე წლის ორ თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 1,874,465.50 ლარი შევიდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,124,796.21 ლარი.

რაც შეეხება სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, აქ 160%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში  სათამაშო აპარატებიდან 808,734.00 ლარი შევიდა ხოლო 2022 წლის ორ თვეში კი 310,800.10 ლარი. 

სამაგიეროდ 81%-იანი კლება ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებში.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის ორ თვეში წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში 335,137.50 ლარი შევიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,779,946.11 ლარი.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 114,392,795.66 ლარი შეადგინა, სათამაშო აპარატებიდან 54,243,248.98 ლარი, ხოლო წამახალისებელი გათამაშებიდან 2022 წელს ბიუჯეტში 6,336,147.87 ლარი შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ ყველა თანხა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში აკუმულირდა. 

მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორმა სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდული მოცულობის თანხა, 739 მილიონი ლარი გადაიხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები.

კერძოდ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის (მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის) აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები.

2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები