ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა Business Insider Georgia-სთან შეაფასა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის TRACEKA-ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი.
„საქართველოსთვის TRACEKA-ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას მიეცემა საშუალება ყველა ის საკითხი და პოზიცია წამოწიოს და გაიტანოს ორგანიზაციის თანამონაწილე ქვეყნებთან, რომლის წინაშეც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACEKA) ან შუა დერეფანი (ტრანსკასპიური) აღმოჩნდა.
ერთია, რომ საქართველოს ადგილ-მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა პროცედურული და ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაწყვეტის შემდეგაც შუა დერეფანი (ტრანსკასპიური დერეფანი) კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, ეს უფრო მეტად სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული და ეს პრობლემები არის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პროაქტიულად წამოწიოს და გაუწიოს ლობირება.
„ამიტომაა მნიშვნელოვანი, ზუსტად ამ დროს საქართველოსთვის TRACEKA -ს თავმჯდომარეობა. ვფიქრობ, რომ ეს კარგად დაემთხვა განვითარებულ მოვლენებს და ქვეყნისთვის არის ახალი შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ჯახუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო ერთი წლის ვადით იქნება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი