USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე ღარიბი ქვეყნები მსოფლიოში

ყველაზე ღარიბი ქვეყნები მსოფლიოში

2023-05-02 15:00:51

მიუხედავად ტექნოლოგიებისა და ფინანსური შესაძლებლობების განვითარებისა, პლანეტაზე ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გაეროს მიერ კლასიფიცირდება როგორც ყველაზე ნაკლებად განვითარებული (LDC).

ძირითადად, ასეთი სახელმწიფოები მდებარეობენ აფრიკაში, მაგრამ არის გამონაკლისებიც. ქვეყნების ნაწილი აზიასა ან წყნარი ოკეანის სექტორში მდებარეობს.

ეს სახელმწიფოები ყველზე ღარიბები არიან. ამის მიზეზია - დიქტატორული რეჟიმები, ცუდი კლიმატური პირობები, ტერორიზმი, მუდმივი სამოქალაქო ომები და ძარცვის მასშტაბური დონე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ეკონომიკურ კომპონენტზე.

ექსპერტები გამოყოფენ მსოფლიოს 20 ყველაზე ღარიბ ქვეყანას.

ამ სიაშია: 

  • მალი,
  • გამბია,
  • სოლომონის კუნძულები,
  • ტოგო,
  • ზიმბაბვე,
  • კირიბატი,
  • იემენი,
  • ერითრეა,
  • სიერა ლეონე,
  • ლიბერია,
  • მადაგასკარი,
  • ჩადი,
  • მალავი,
  • მოზამბიკი,
  • ნიგერია,
  • სომალი, კ
  • ონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (DRC),
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ( CAR),
  • სამხრეთ სუდანი და ბურუნდი.

ცხოვრების დაბალი დონის მქონე 20 ქვეყანას შორის ყველაზე კრიზისულიც შეიძლება გამოვლინდეს.

ყველაზე სერიოზული კრიზისი ბურუნდში ფიქსირდება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქ $733 დოლარია. მოსახლეობის ნახევარზე მეტი შესაძლოა, მეტიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რესპუბლიკა მუდმივი ეთნიკური კონფლიქტების მდგომარეობაშია.

2022 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ სცადა ბურუნდის პოლიტიკური საკითხის გადაჭრა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვეში ქვეყნის განვითარება აღმასვლით წავა. სრულ აღდგენას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

სამხრეთ სუდანში უარესობისკენ იცვლება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 843 დოლარად არის შეფასებული. მოსახლეობის 80%  სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ნავთობის საბადოა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სინამდვილეში, სუდანელების ყველა უბედურება გამოწვეულია გაუთავებელი სამოქალაქო ომით.

სამხრეთ სუდანი წარმატებით გამოეყო სუდანს 2011 წელს, მაგრამ მისმა მმართველებმა ვერ მოახერხეს ეკონომიკის აღდგენა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომები დიდი ხანია არ ცხრება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამ ქვეყანაში 972 დოლარია. მოსახლეობის 80%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში აღმოჩენილია ბრილიანტის, ოქროს, ნავთობისა და ურანის საბადოები, ეკონომიკური მდგომარეობა აქ არ უმჯობესდება.

ექსპერტების აზრით, მძიმე კრიზისის სრულად დასაძლევად აუცილებელია ყველა პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა. 

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბის მიზეზები სუდანის მსგავსია. ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან ამ ქვეყანაში რეგულარული სამხედრო გადატრიალებები ხდებოდა. ძალიან ხშირად ეს იწვევს ავტორიტარული რეჟიმების დამყარებას.

კონგოში, ეკონომიკური კოლაფსი აღინიშნა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1201 დოლარია. როგორც ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, 80%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

სომალიში, 80-იანი წლების ბოლოდან მშვიდობა არ ყოფილა. დიქტატორ ბარეს წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ ამ ქვეყანაში მძიმე პერიოდი დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში სომალი დაშლის მდგომარეობაში იმყოფებოდა რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა. 

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო მეტად შეესაბამება სიტყვას „ანარქია“. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1241 დოლარია. მაგრამ სიღარიბის მაჩვენებელი აქ შეიძლება 90%-ს აღემატებოდეს.

შეიძლება ითქვას, რომ სომალიში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ თითქმის ყველა ადგილობრივმა მცხოვრებმა არ იცის ხვალ მოახერხებს თუ არა საკვების მიღებას. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები