აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ექსპორტისთვის ყაზახეთი კასპიის ფლოტს თითქმის გააორმაგებს, თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი უფრო ძვირია.
2023 წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდავი, Kazmortransflot-ი კასპიის ზღვაზე გადასატანად ორ ნავთობტანკერს შეიძენს, რაც კასპიის ფლოტს ხუთ გემამდე გაზრდის.
ეს მარშრუტი აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის მიწოდებისთვის გამოიყენება.
მთავარი ალტერნატიული მარშრუტი დღეისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენია, რომლითაც ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირდება.
წელს „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გაგზავნას თენგიზის საბადოდან BTC-ით; მარტში ყაზახეთმა 20 ათასი ტონა გაიტანა, აპრილში კი ნავთობის ტრანზიტი 125 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს.
უცხოური მედია წერს, რომ ყაზახეთის მთავრობა განიხილავს მისი მეშვეობით მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობას ყოველწლიურად 20 მილიონ ტონამდე. თუმცა, მიწოდების გაზრდა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - აქტაუს პორტის გაფართოებაში, კასპიის ზღვის ფსკერზე უფრო დიდი ტანკერებისთვის და თავად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაში.
საჭირო ინვესტივიის ოდენობა "რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარად" ფასდება.
დღეისათვის, ყაზახური ნავთობის ექსპორტის 80% გადის რუსეთში მილსადენის ორი მარშრუტით: კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მილით ნოვოროსიისკის პორტამდე და ატირაუ-სამარას მილსადენით, რის შემდეგაც საწვავი მიდის უსტ-ლუგაში.
გასულ წელს პირველ მარშრუტზე ამოტუმბვის მოცულობამ 52,2 მლნ ტონა შეადგინა, მეორეზე - 8,4 მლნ ტონა. თუმცა, 2022 წელს, CPC-ის მეშვეობით მიწოდება არაერთხელ შეჩერდა რუსეთის ტერიტორიაზე რემონტის გამო, რამაც ყაზახეთის ხელისუფლებას ალტერნატიული მარშრუტების ძიება აიძულა.
ირკვევა, რომ მიწოდების მარშრუტების ცვლილებას აფერხებს CPC-თან გრძელვადიანი კონტრაქტები, ასევე BTC-ის მეშვეობით ამოტუმბვის მაღალი ღირებულება: ნოვოროსიისკის გავლით ამოტუმბვა უფრო იაფია, ვიდრე BTC - 38,4 დოლარი ტონაზე 100 დოლარის წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტის - ბაქო-სუფსაზეც გააკეთა შეთავაზება. ყაზახეთის ვიცე-პრემიერ სერიკ ჟუმანგარინის განცხადებით, მხარეები ამჟამად ამ მარშრუტის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობენ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება