ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ნორვეგიაში ღვინის პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა, რომელიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების (შპს „ლიქვიდ ვაინი“, შპს „ღვინო“ - წარმომადგენელი და დამფუძნებელი ნათია ყურუა) ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასევე ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
პრეზენტაციაზე 12 ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ნორვეგიაში 58.96 დოლარის ღირებულების ქართული ღვინო შევიდა, რაც ღირებულებით ნაწილში 24%-ით ნაკლებია ვიდრე 2022 წლის 2 თვეში ნორვეგიაში განხორციელებული ღვინის ექსპორტი.
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ნორვეგიაში ქართული ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. შესაბამისად რეკორდული 2022 წელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ქართული ღვინის პრეზენტაციისას ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოზე, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციაზე, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდზე, რომელიც იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი