USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაპუნა ლეჟავამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო - კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პაპუნა ლეჟავამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო - კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

2023-03-29 18:03:19

ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო - კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრაში, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ევროკავშირისა ("კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში") და გაერთიანებული სამეფოს ("გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა") ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.  

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ. მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური სექტორისთვის, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. 

პაპუნა ლეჟავამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საჯარო - კერძო პარტნიორობის საკვანძო როლს კიბერრისკის ეფექტურ მართვაში.

კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებისა და საჯარო - კერძო პარტნიორობის განვითარება საქართველოსთვის ეროვნული დონის სტრატეგიული პრიორიტეტია.  საჯარო - კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩართულია, როგორც ფინანსური სისტემის სექტორული ზედამხედველი. ზემოაღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს სათანადო და მდგრადი ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები