იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor Co 2030 წლისთვის 27 ახალი მანქანის მოდელის წარდგენას აპირებს, მათ შორის ელექტრომობილების 19 მოდელს, ხოლო 2024 ფისკალურ წელს - ელექტრომანქანის მოდელი სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის იქნება წარდგენილი.
ამის შესახებ კომპანიის სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
2026 წლისთვის ავტომწარმოებელი გეგმავს 2 ტრილიონი იენის (თითქმის 14,7 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების განვითარებაში.
ავტომწარმოებელი მიზნად ისახავს 2026 წლისთვის ელექტრომობილების, მათ შორის ჰიბრიდების, წილი გაყიდვებში იაპონიაში 58%-მდე, ხოლო ევროპაში გაყიდვების 98%-მდე გაზარდოს.
„2030 წლისთვის ელექტრომობილების წილმა უნდა მიაღწიოს კომპანიის ახალი მანქანების გლობალური გაყიდვების 55%-ს“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი