ნეაპოლში არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას მარცხენა ფეხის ნახატი მოიპარეს.
იტალიური მედია იუწყება, რომ ნახატი მარადონას გამოსახული ფრესკის მახლობლად ეკიდა.
ტილოზე დაბეჭდილია მარადონას ფეხის 3D სკანირება. ნახატი 1990 წელს შეიქმნა, როცა „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ლეგენდარული მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიეგო მარადონა ფილტვების მწვავე შეშუპების შედეგად დაიღუპა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული. ასევე მარადონას გულში აღმოჩენილია დილატაციური კარდიომიოპათია, პათოლოგია, რომელიც იწვევს გულის პალატების ზრდას და მრავალი მიზეზი აქვს.
მარადონას გული ორჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის გულს და შენახულია შესასწავლად.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი