USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა TOP 5-ში ცვლილებებია - ვინ ჩაანაცვლა ლუკოილ-ჯორჯია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა TOP 5-ში ცვლილებებია - ვინ ჩაანაცვლა ლუკოილ-ჯორჯია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

2023-07-04 02:00:00

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ნავთობიმპოტიორი კომპანია გამოიკვეთა: 

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ჯორჯიან პეტროლიუმი

 

2022 წლის მონაცემებით ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ნავთობიმპორტიორი შემდეგი კომპანიებით იყო წარმოდგენილი: 

 

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

სტატისტიკური მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით TOP 5 ნავთობიმპორტიორი კომპანიების რეიტინგში ცვლილებებია. 2023 წლის პირველ კვარტალში TOP 5 -ში ვერ მოხვდა შპს ლუკოილ-ჯორჯია და შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი. 

ეს ორი კომპანია 2023 წლის პირველ კვარტალში შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯიამ და შპს ჯორჯიან პეტროლიუმმა ჩაანაცვლა.

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს (2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემები) 

საჯარო რეესტრის მონაცეებით, „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” 2000 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად მისი სახელი “კანარგო სტანდარტ ოილი პროდაქტსი”. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” სააქციო საზოგადოებაა და საჯარო რეესტრში შემდეგი მონაცემი ფიქსირდება:  „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ლევან ფხაკაძე და  ნუგზარ აბრამიშვილი. ხოლო კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა.  მანამდე, აუდიტის დასკვნის თანახმად, წილობრივი მონაწილეობა ასეთი იყო - ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%. 

შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია - 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს პ3 ფლობს,რომელშიც ნოდარ ხუხაშვილი 50%-სა და შალვა ხუხაშვილი 50%-ს ფლობს.

შპს რომპეტროლ საქართველოს 100% - ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი., 808283662, 24297754 /ნიდერლანდები/ ფლობს.  დირექტორთა საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: დუმიტრუ კატალინი, /რუმინეთი/, წევრი: ტლეკ მაულეშევი, /ყაზახეთი/ და წევრი ისკანდერ აბდინაიტოვი /ყაზახეთი/  კომპანიის გენერალური დირექტორია - ყაზახეთის მოქალაქე ტლეკ მაულეშევი. 

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯიას 100% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings, 4916402 /აშშ/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი, რმელიც აშშ-ს მოქალაქეა. 

შპს ჯორჯიან პეტროლიუმი - ნოდარ კვირიკაშვილი დირექტორი. შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება ფრენფილდ ჯორჯია - 25%, შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ(GATELINE PROJECTS LIMITED) -  25%, ირაკლი იაშვილი წევრი, როვშან მამმადოვი - წევრი შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება აკერტ გრუპ ეს.ეი. - 50%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები