USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
NATO გაზსადენების დასაცავად საკოორდინაციო ბიუროს ქმნის

NATO გაზსადენების დასაცავად საკოორდინაციო ბიუროს ქმნის

2023-02-14 10:30:58

NATO გაზსადენების დასაცავად საკოორდინაციო ბიუროს ქმნის.

ორგანიზაციის მიზანია „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე სავარაუდო დივერსიული თავდასხმების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა გააუმჯობესოს.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო ბიუროს მიზანია შესაძლო მოწყვლადობის დადგენა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის საფრთხეების პრევენციას, როგორიცაა მილსადენები და წყალქვეშა კაბელები.

ბოლო დროს NATO-ს მოკავშირეებმა გაზარდეს კრიტიკული დანადგარების უსაფრთხოება და ამ მიმართულებით დაზვერვის ინფორმაციას ცვლიან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე გაზის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები