საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წელს ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი