USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ვაჭრობამ 2022 წელს რეკორდი მოხსნა

მსოფლიო ვაჭრობამ 2022 წელს რეკორდი მოხსნა

2023-03-27 10:32:52

მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით (28,5 ტრილიონი დოლარი) 10%-ით გაიზარდა და 32 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის რეკორდული დონე, გაუარესებული ეკონომიკური პირობებისა და მზარდი გაურკვევლობის ფონზე. 

2022 წლის მაჩვენებლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ნაწილობრივ „მწვანე“ (ეკოლოგიურად სუფთა) პროდუქციის გაყიდვების ზრდის გამო. ამ სეგმენტში  ვაჭრობა 2022 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 1,9 ტრილიონი დოლარი, რაც 100 მილიარდით მეტია 2021 წელთან შედარებით.

ამრიგად, ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები გაიზარდა მეოთხედით, არაპლასტიკური შეფუთვა - მეხუთით, ქარის ტურბინები - 10%-ით.

ზრდა განხორციელდა კლიმატის მდგომარეობის შესახებ გაეროს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც მეცნიერებმა განაცხადეს რომ „სათბურის გაზების მზარდი ემისიები პლანეტას შეუქცევადი ცვლილების ზღვარზე აყენებს“.

2022 წლის მესამე კვარტალში სხვა საქონლით ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო, მეოთხე კვარტალში კი 3%-ით შემცირდა. მათი საერთო ღირებულება 25 ტრილიონი დოლარი იყო. ამავდროულად, სერვისებზე მოთხოვნა თითქმის უცვლელი დარჩა და წელი 7 ტრილიონი დოლარით დასრულდა.

სატრანსპორტო აღჭურვილობის სექტორში ვაჭრობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში 14%-ით გაიზარდა, თუმცა წლის შედეგი -6% იყო. ენერგეტიკის სექტორმა ყველაზე დიდი ვარდნა 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში განიცადა, დარგი 10%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, ინდუსტრია წელიწადში 24%-ით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები