USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე ლოკოკინების იმპორტისთვის თავისუფალი ნიშა გაჩნდა -  რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ მეწარმეებს

მსოფლიო ბაზარზე ლოკოკინების იმპორტისთვის თავისუფალი ნიშა გაჩნდა - რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ მეწარმეებს

2023-08-12 13:49:53

მსოფლიო ბაზარზე ლოკოკინების იმპორტისთვის თავისუფალი ნიშა გაჩნდა, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ჯიდიბიესის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

 „მსოფლიო ბაზარზე უკრაინამ ლოკოკინების მიწოდება შეაჩერა უკრაინამ, რომელიც მსხვილი იმპორტიორი იყო და ახლა ბაზარს დაახლოებით 100 ათასი ტონის ათვისების შესაძლებლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული ლოკოკინის წარმოება დეფიციტურია“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ლოკოკინის წარმოებაში ბევრი ბარიერია, მათ შორის კლიმატური პირობები.

„აღმოსავლეთ საქართველოში გვალვა იყო. Ამან უარყოფითად იმოქმედა ლოკოკინის წარმოებაზე. Რამდენად პერსპექტიულია ეს ბიზნესი უფრო თამამად მაშინ ვიტყვი, როცა ოქტომბერში მოსავალს ავიღებ.

ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ცუდ ვარიანტში, ჰექტარნახევარზე 8 ტონა, ხოლო კარგ შემთხვევაში ექსპორტზე 10-15 ტონა ლოკოკინა გავიტანოთ. იტალიელებთან მიწოდების 5 წლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, თუმცა სამომავლოდ რეალიზაცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

კომპანია ერთი წელია, რაც ლაგოდეხში ლოკოკინების მწარმოებელ ფერმას ფლობს, რომელშიც 5 ადამიანია დასაქმებული. 

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი 2021 წლის აპრილში დაიწყო და 3 ტონამდე ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში გავიდა.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 52 ფერმაა და ყველა მათგანი ევროპულ სტანდარტს 100%-ით აკმაყოფილებს. ფერმერები ,,ნადი გრუპის“ სპეციალისტების მიერ არიან მომზადებული და ზოგიერთმა მათგანმა პროდუქცია უკვე მიიღო.

ლოკოკინების წარმოება თითქმის მთლიანად ექსპორტზეა გათვლილი. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა 5-7%-ს არ აღემატება.

რაც შეეხება ლოკოკინის ფასს, 1 კგ. პროდუქტი ევროპაში 5 ევრო ღირს.

ამ ეტაპზე, საქართველოდან ევროკავშირში ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები