2023 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,368 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 4%-ით, 186 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული
recov-ის მონაცემებით, 2023 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა.
მარტში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა, 1,258 ერთეულამდე.
ასევე, მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი