USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარიამ ქვრივიშვილმა არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა

მარიამ ქვრივიშვილმა არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2023-02-19 23:01:02

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმაბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.

 

ფინალური შეჯიბრი კოხტას მთაზე გაიმართა. პირველი ადგილი აშშ-ის გუნდს ერგო, მეორე ჩინეთს, მესამე ადგილი კი უკრაინის გუნდმა მოიპოვა.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს სპორტული ასპარეზობები. მისივე თქმითსაერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩემპიონატის ფარგლებში ამ დრომდე ჩატარებულყველა ასპარეზობას უმაღლესი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველობაკურიანი ღონისძიების მართლაც ღირსეული მასპინძელია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიოჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც   18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები