USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონი მზადაა, „შუა დერეფნის“ პროექტს ყაზახური ნავთობისა და გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ხელი შეუწყოს

ლონდონი მზადაა, „შუა დერეფნის“ პროექტს ყაზახური ნავთობისა და გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ხელი შეუწყოს

2023-03-21 09:39:20

დიდ ბრიტანეთს სურს დაეხმაროს ყაზახეთს საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაში, მათ შორის ნავთობისა და გაზის მიმართულებით, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

„მე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ყაზახური ნავთობისა და გაზის შეფერხების საკითხი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია დიდ ბრიტანეთს „შუა დერეფნის“ პროექტის მხარდასაჭერად, რათა ყაზახური პროდუქციის ექსპორტის ალტერნატიული გზები მოიძებნოს, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ სხვა. ჩვენ განვაგრძობთ მთავრობასთან ერთად მუშაობას, რათა გამოვიკვლიოთ გზები ყაზახეთის ეკონომიკური ბაზის დაცვისა და დივერსიფიკაციისთვის. ჩვენს ინტერესებშია, რომ ყაზახეთს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის მრავალი ვარიანტი ჰქონდეს“, - განუცხადა კლერლიმ ჟურნალისტებს და უპასუხა კითხვას, დაეხმარება თუ არა დიდი ბრიტანეთი ყაზახეთს ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შექმნაში კასპიის მილსადენის კონსორციუმში (CPC).

„ჩვენ აქტიურ როლს ვითამაშებთ დივერსიფიკაციის შესაძლებლობების განვითარებაში“, - დასძინა ჯეიმს კლევერლიმ .

18 მარტს ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს "მწვანე" წყალბადისა და დედამიწის იშვიათი ლითონების შესახებ“.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები