USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ ITB ბერლინი 2023" განსაკუთრებული იქნება, საქართველოს ტურისტული ცნობადობისა და პრაქტიკული შედეგების კუთხით"

ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ ITB ბერლინი 2023" განსაკუთრებული იქნება, საქართველოს ტურისტული ცნობადობისა და პრაქტიკული შედეგების კუთხით"

2023-03-07 18:49:25

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მთავარ პავილიონში საქართველოს, გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტენდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და  პირადად გაეცნო  გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კერძო სექტორის პროდუქციას და წარდგენილ სერვისებს.

„რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები  ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გამოფენაზე საქართველოს ტურისტული სექტორი წარმოდგენილია სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა." 80-ზე მეტი ქართული კომპანია გამოფენის ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას გააცნობს, მიაწვდის ინფორმაციას თავიანთი სერვისების და პროექტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში  მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების და ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობა აქვთ.

„80-ზე მეტი კომპანია საქართველოდან დღეს ხვდება პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, აქვთ ბიზნესშეხვედრები, B2B შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, გააფორმებენ კონტრაქტებს, საქართველოსკენ ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება და  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს. დარწმუნებული ვარ, ITB ბერლინი 2023 განსაკუთრებული იქნება, როგორც ქვეყნის ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2023 წლის ტურისტული სეზონი, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით გაცილებით კარგი იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები