სათამაშოების მწარმოებელმა დანიურმა კომპანია Lego - მ იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო შექმნა.
„კვარაცხელია-მანია, ლეგო მას პატარა კაცს უძღვნის“, - ამ სათაურით სტატიას იტალიური მედია აქვეყნებს.
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით შარფები, მაისურები, დროშები და სხვა გაჯეტები იყიდება. რის შემდეგაც მას Lego-მ პერსონალიზებული სათამაშო მიუძღვნა.
მედიის ცნობით, ამ სათამაშომ მალევე მიიპყრო ბავშვებისა და მოზარდების ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის პირველ ივლისს „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი