IT ინტეგრატორი კომპანია 42digital-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით რამიშვილი Business Inisder Georgia-თან ამბობს, რომ IT ტექნოლოგიების ქართულ ბაზარზე, ორი მთავარი პრობლემა იკვეთება: ესაა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის სირთულე და კადრების დეფიციტი.
,,ტექნოლოგიების განვითარება დიდი ძალისხმევას და ფინანსებს მოითხოვს, ქართული კომპანიების უმეტესობას კი ან არ ესმის საჭიროება ან შესაბამისი ფინანსები არ აქვთ. გარდა ამისა, არის ახალი ,,პროფესიები”, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, შესაბამისად პროფესიონალი სპეციალისტის მოძიება ძნელია ან უბრალოდ იმდენად ძვირია რომ თუ ლოკალურ ბაზარზე სთავაზობ სერვისს, არამომგებიანია ამ სპეციალისტების დაქირავება. ასეთი პროფესიებია DevOps, DevSecOps, Cyber Security ინჟინრები, ან თუნდაც Software ინჟინრები (ე.წ. პროგრამისტები)", - ამბობს დავით რამიშვილი და საკუთარი კომპანიის მაგალითზე ხსნის, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად ციფრული ტექნოლოგიების ბაზარი საქართველოში.
,,იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა და ანაზღაურება უცხოურ კომპანიებში გაცილებით მაღალია, ასევე ქართული აიტი კომპანიების უმეტესობის მიზანს ქვეყნის გარეთ გასვლა ან ქვეყნის გარეთ გაყიდვების ზრდა უნდა წარმოადგენდეს. გლობალური მიზანი კი უნდა იყოს არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის/ცოდნის გატანა ან უკეთეს შემთხვევაში სერვისების ექსპორტი, საბოლოო ჯამში კი დასრულებული ციფრული პროდუქტის შექმნა და გატანა დიდ ბაზრებზე.
პარალელი რომ გავავლოთ ავტომობილების წარმოებასთან, შესაძლოა, ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნის გარეთ ქარხნებში, ან ქვეყანაში გვქონდეს ქარხანა, რომელშიც ავტომობილის ნაწილები მზადდება და იგზავნება სხვა ქვეყანაში, საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ავტომობილიც და ბრენდიც ჩვენია და უკვე მზა პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე. ტექნოლოგიებში
ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ესტონური კომპანია სკაიპი, რომელიც საბოლოო ჯამში „მაიქროფოტმა“ შეიძინა რამდენიმე მილიარდ დოლარად. ასევე არის „ბოლტი“, „ვაიზი“ და სხვა რომელთა კაპიტალიზაციაც ასობით მილიონ დოლარს აღწევს", - ამბობს რამიშვილი Businee Insider Georgia-თან.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი