ლარის კურსის გამყარება ექსპორტიორების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა და უკმაყოფილებაც ხშირად ისმის. სტრატეგიული პროდუქტების მიმართულებით რისკები გაცილებით მეტია, რადგან მოსახლეობის რეალური შემოსავალიც მცირდება. განსაკუთრებით თხილის სექტორმა იზარალა.
როგორც კომპანია Nut.ge- ს დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ლარის კურსის გამყარების შედეგად თხილი 20% -ით გაიაფდა. პროდუქტზე ფასი კიდევ შემცირდება, თუკი ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება.
„ფასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ფერმერებმა უკმაყოფილება გამოხატეს. თხილს უცხოურ ვალუტაში ვყიდით და პროდუქტის შესყიდვა რეალიზაციისთვის შემცირებული ფასით გვიწევს. ფერმერები ფიქრობენ, რომ ფასს ხელოვნურად ვამცირებთ, რეალურად კი ეს ლარის კურსის გავლენამ გამოიწვია. 1 კილოგრამ თხილში უფრო დაბალ ფასს იღებენ, რაც ფერმერების უარყოფით განწყობას იწვევს. ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარს რომ შეადგენდეს, 20%-ით ძვირად გაყიდდნენ ნედლეულს. ფასში უკვე 1-ლარიანი სხვაობაა, რაც დიდი დანაკარგია", - აცხადებს მამუკა ბერიაშვილი.
მისი თქმით, ექსპორტის მხრივ ამ დროისთვის შეზღუდვა არ აქვთ.
„იძულებული ვართ, ვალუტის კურსს გავყვეთ, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ საქმიანობას. Nut.ge თხილის ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს", - ამბობს თხილის ექსპორტიორი.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა