ქართულ დაფნაზე საექსპორტო ბაზრებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, ფერმერებმა პლანტაციების გაშენება დაიწყეს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „მადანის“ მფლობელმა დავით კუტალიამ განუცხადა, 200 ათასი ლარის ინვესტიციით, ზუგდიდის რაიონში თანამედროვე ტექნოლოგიებით დაფნის პლანტაციები გააშენა.
„3 ჰექტარზე 200 ძირი დაფნის პლანტაცია გავაშენეთ, რომელსაც აქვს თანამედროვე დაწვიმების სისტემა. დღეს, დაფნის ფოთლების 99%-ის შეძენა მოსახლეობისგან ხდება, შემდეგ კი გადამუშავება, შეფუთვა და ექსპორტზე გაგზავნა“, - ამბობს დავით კუტალია. ფერმერი ახალი პლანტაციებიდან მოსავალს მესამე წელს ელოდება. „მესამე წელს ველოდებით მოსავლის 20%-ს, ხოლო მე-5, მე-6-ე წელს 80%-ს, პლანტაციები სრულმოსავლიანი გახდება მე-7-ე, მე-8-ე წელს. 200 ათასი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, საიდანაც ნაწილი პირადი კაპიტალია, ხოლო ნაწილი აგრო სესხის თანადაფინანსება“, - ამბობს ფერმერი.
კომპანია „მადნის“ მფლობელი ამბობს, რომ საქართველოში დაფნის წარმოებას აქვს პერსპექტივა. „არის მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე და შესაბამისად პოტენციალი დიდია. 4-5 წელიწადში საქართველოს მასშტაბით ჩვენ ველოდებით დაფნის გახუთმაგებულ 25-30 ათას ტონა მოსავალს.
წელს მივიღებთ 5,5 ათას ტონა მოსავალს. დაფნაზე მოთხოვნა არის და ვფიქრობთ, ამ მოთხოვნას 5-6 წელიწადში დავაკმაყოფილებთ“, - ამბობს ფერმერი.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა