USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებს შესაძლოა, კაპიტალის მოზიდვა გაუძვირდეთ - ალექსანდრე ძნელაძე

კომერციულ ბანკებს შესაძლოა, კაპიტალის მოზიდვა გაუძვირდეთ - ალექსანდრე ძნელაძე

2023-03-15 18:00:56

ეროვნული ბანკის მიერ კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება ბანკებს კაპიტალის მოზიდვას გაუძვირებს, რაც საბოლოოდ საბანკო პროდუქტების ფასებზეც აისახება.

კონკრეტულად რა მაჩვენებლით, საბაკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ ბუფერის განაკვეთის ზრდა კომერციულ ბანკს კაპიტალის მოთხოვნის ტვირთს გაუზრდის.

„კონტრციკლური ბუფერის დაცვა ხდება ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით და განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. როგორც წესი, განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

იმედი მქონდა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე არ მიიღებდა. ასევე მნიშვნელოვანია დადგენილებაში  ჩანაწერი, რომ ბანკებს მიეცემა ბუფერების შევსების ვადა. თუმცა არ ვიცით, როგორ ჩაიწერება დადგენილებაში - 2024 წლის  ამოქმედდება  თუ დღესვე და უბრალოდ, ვადა იქნება მიცემული ბანკებისთვის, რომ კაპიტალი 2024 წლამდე შეივსოს.

ცხადია, აღნიშნული ბუფერი უზრდის კაპიტალის მოთხოვნის ტვირთს ბანკს, რაც  ნიშნავს, რომ უფრო მეტი კაპიტალი იქნება საჭირო იმისთვის, რომ გასცეს სესხი და მიიღოს დამატებითი სახსრები. ვერ გეტყვით, რომ პირდაპირპროპორციულად, მაგრამ ცალსახად აისახება  საბანკო პროდუქტების ფასებზე, ვინაიდან ერთ-ერთი ძვირიანი რესურსია“, -  განმარტავს ძნელაძე Business Insider Georgia- თან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხდება ზუსტი მაჩვენებლის დადგენა, თუ რამდენი იქნება საჭირო დამატებითი კაპიტალი, რაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სებ-ის განმარტებით, ბუფერის გაზრდის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებთან. სებ-ის შეფასებით, თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები