2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს.
ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.
Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, თბილისში 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში (1,741) გაიყიდა. მეორეა გაყიდვებში საბურთალო (1,511) , მესამეა სამგორი (1,294), ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ დიდუბე (1,142) და გლდანი (1,120).
რაც შეეხება ფასებს, ყველაზე ძვრი უძრავი ქონება კვლავ მთაწმინდაზეა.
რაც შეეხება ფასებს, ყველაზე ძვრი უძრავი ქონება კვლავ მთაწმინდაზეა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა