USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხორბლის ფასი 17 თვის მინიმუმზეა

ხორბლის ფასი 17 თვის მინიმუმზეა

2023-03-01 09:45:49

ხორბლის ფასები, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ (მოკლევადიან პერიოდში) მიწოდების შესახებ ბარიერების შემსუბუქების გამო ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. 

აშშ-ის ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსებით ვაჭრობა - ბუშელზე $7,1 დოლარის ნიშნულზე დასრულდა. თებერვლის დასაწყისიდან კონტრაქტების ფასი დაახლოებით 6%-ით დაეცა, რაც ნოემბრის შემდეგ რეკორდულია. 

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთიიდან მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ხორბლის რეკორდული ექსპორტია მოსალოდნელი.

ამავდროულად, უკრაინა ცდილობს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას.

„მოვაჭრეები თვლიან, რომ გარიგება წარმატებით გაგრძელდება და რეგიონიდან მარცვლეულის მარაგების მიწოდების მოლოდინი ზეწოლას ახდენს ხორბლის ფიუჩერსების ფასზე“, - განაცხადა ტერი რაილმა, Futures International-ის მთავარმა ანალიტიკოსმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები