ყაზახეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Kazmunaigas-მა ნავთობის ექსპორტი გიგანტური „თენგიზის“ საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით მას შემდეგ გადადო, რაც BP აზერბაიჯანმა ჯეიჰანიდან ნავთობის გადაზიდვისთვის ფორსმაჟორული გარემოებების შესახებ განაცხადა .
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაზრის ოთხმა წყარომ იტყობინება.
„ჯეიჰანში გამოცხადდა ფორსმაჟორი და თენგიზის საბადოდან ნავთობის მიწოდება BTC-სთვის“, - თქვა ბაზრის წყარომ.
KazMunayGas ნავთობის მიწოდებას თებერვალში BTC მილსადენის მეშვეობით Tengizchevroil-ის (TCO) წილებიდან გეგმავდა, რომელსაც აშშ-ის ნავთობკომპანია Chevron-თან და სხვა აქციონერებთან ერთად ფლობს.
კომპანია აპირებს 120 000 ტონამდე ნედლი ნავთობის ტრანზიტს კასპიის ზღვის გავლით აქტაუს პორტიდან ბაქოში BTC-ის მილსადენით გადასაზიდად.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობით დატვრთული ტანკერების გადაადგილება თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის გამო კვლავ შეჩერებულია.
BP-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია განაგრძობს ნავთობის ამოტუმბვას BTC-ის მილსადენით ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან. ნავთობი მიეწოდება ჯეიჰანში და ის არსებული შესანახი ავზები ივსება.
ჯეიჰანის პორტს ნავთობის შესანახი 7 ტანკერი აქვს, თითოეულის ტევადობა 1 მილიონი ბარელია.
ხაზის დღიური გამტარუნარიანობა 1,2 მილიონი ბარელია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი