ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დარგის განვითარება და სამომავლო გეგმების შემუშავებაა.
წამყვანმა სპეციალისტებმა „ევექსი ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს სრული შემადგენლობით, დარგის წარმომადგენლებს გააცნეს არსებული სიახლეები ძუძუს კიბოს მკურნალობაში. მათ შორის, განიხილეს თანამედროვე სამედიცინო სადიაგნოსტიკო საშუალებები და კონსერვატიული, ქირურგიული თუ თერაპიული მკურნალობის უახლესი, 2022 წლის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიები. საუბარი შეეხო ასევე განსაკუთრებით საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და როგორც ონკოპაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - მათ ფსიქო-სოციალურ ასპექტებს.
კონფერენციას, რომელიც „კარაპს მედლაინის“ ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდა ამავე კლინიკის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კოხრეიძე. სპიკერებს შორის ასევე იყვნენ:
კონფერენცია მოიცავდა ცოცხალ დისკუსიას საკითხის გარშემო. სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოში დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმებზე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი