USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს „ზუმერი“ ბათუმსა და გორში ახალ ფილიალებს დაამატებს - რა სიახლეებს გეგმავს კომპანია

წელს „ზუმერი“ ბათუმსა და გორში ახალ ფილიალებს დაამატებს - რა სიახლეებს გეგმავს კომპანია

2023-04-19 11:28:09

ინფლაციის შემცირების ფონზე ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერში“ ფასების შემცირება დაიწყო. ინფლაციასთან ერთად რა გავლენა მოახდინა ლარის კურსის გამყარებამ „ზუმერში“ ტექნიკის ფასებზე, „ბიზნეს ინსაიდერს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელში ფასების შემცირება დაწყებულია.
„იმდენად, რამდენადაც „ზუმერი“ იმპორტიორი კომპანიაა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კი გაცვლითი კურსის მკვეთრად შემცირება გვაქვს სახეზე, ჩვენს ფასებშიც სასიკეთოდ აისახა ეს ცვლილება, რაც სათავეს მათ შორის წინა წლიდან იწყებს. შესაბამისად, შედეგად გვაქვს ფასების შემცირება“, - განმარტავენ კომპანიაში.

“ზუმერის“ განვითარების უახლოესი გეგმის თანახმად, კომპანია გაფართოებას აქტიურად აგრძელებს და წლის ბოლომდე ბათუმსა და გორში ახალი ფილიალებს დაამატებს.
„ზუმერი“ მომხმარებელს არამხოლოდ ფილიალების, არამედ გამართული ი-ქომერსის მეშვეობით აძლევს  საშუალებას შეიძინოს მისთვის სასურველი ციფრული ტექნიკა.
ჩვენთვის ორივე მიმართულებით მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნა ერთნაირად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მუდმივად და აქტიურად ვავითარებთ თითოეულ მათგანს.
საქართველოს მასშტაბით არსებულ 16 ფილიალს, უახლოეს მომავალში ბათუმსა და გორში ახალი ფილიალები დაემატებათ. 
გარდა ამისა, აღსანიშნია ფილიალების ინტერიერის განახლებული  კონცეფცია, რომელსაც მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება საერთოდ სხვა ეტაპზე გადაჰყავს და აძლევს საშუალებას მეტად სასიამოვნო და კომფორტული გახადოს პროცესი. ამ კონცეფციის ქვეშ „თბილისი მოლის“ „ზუმერის“ მაღაზია უკვე სარგებლობს პოპულარობით, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება სხვა ფილიალების განახლებაც. ასევე, შესაძლებელია კიდევ ორი ახალი ფილიალიც ვიხილოთ წლის ბოლომდე“, - აცხადებენ „ზუმერში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ზუმერის“ ბიზნესის სტრატეგიის ერთ-ერთი უპირატესობა, რითაც ის ბაზარზე დაგროვილი გამოცდილებით ყოველთვის გამოირჩევა, მისი ლოჯისტიკური მოქნილობაა. 
„ეს გამოცდილება კი გვეხმარება სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, ამით შევინარჩუნოთ სტაბილურობა მუდმივ ციკლში“, აცხადებენ „ზუმერში“.

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ „ზუმერი“ ტრენდული ბრენდია, რომელიც თავის ამოცანას, ყოველთვის აქტუალური ბრენდები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს ზუმერულ ფასად, წლებია წარმატებით ართმევს თავს. 
„მეტიც, იმის გამო, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი და შესაძლებლობა ჰქონდეს, ნიშური ბრენდების ასორტიმენტსაც კი იპოვით ჩვენთან.

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც მომხმარებელს ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს არჩევანის თვალსაზრისით. იმდენად, რამდენადაც ეს პროდუქტები თვისობრივად ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს და ყოველდღიურობაში აქტუალურია, მოთხოვნა თითოეულზე მაღალია“,  - ამბობენ კომპანიაში.

 რაც შეეხება, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს „ზუმერი“ თავის მომხმარებლებს, კომპანიაში აცხადებენ, „ზუმერის“ ვებ-გვერდს, მაისიდან განახლებული ფუნქციონალით ჩაეშვება და კიდევ უფრო მოხერხებულს გახდის ონლაინ შეძენასთან დაკავშირებულ მთლიან ციკლს. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ზუმერის“ ბრენდი მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მუდმივად მიყვება და ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს.
„სწორედ ამიტომ, როგორც აქამდე, ადამიანები ჩვენგან უნდა მოელოდნენ ამ დინამიკის შენარჩუნებას, როგორც პროდუქტების და ბრენდების ასორტიმენტის და ფასების, ასევე ფილიალებსა თუ ი-ქომერსის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიმართულებით მხოლოდ უკეთესისკენ სვლას, რასაც მუდმივად ვამყარებთ ჩვენი ქმედებებით“, - აცხადებენ „ზუმერში“. 

„ზუმერმა“ ციფრული ტექნიკის ბაზარზე 2009 წლის ოქტომბერში ერთი მაღაზიით შევიდა და დღეს სმარტფონების, ციფრული ფოტოაპარატების, ლეპტოპებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.

აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ კომპანია 100% ქართული ინვესტიციაა და 12 წლის წინ, ახალგაზრდა ანტერპრენერების სტარტაპი იყო, რომელიც წლების მანძილზე მსხვილ საცალო ქსელად ჩამოყალიბდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები