USD 2.7468

EUR 2.9759

TRY 0.0801

GBP 3.564

RUB 0.028298

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან ვეფხვაძე | თანამედროვე სტანდარტებით პერსონალური მონაცემების დაცვა მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე აისახება

ლევან ვეფხვაძე | თანამედროვე სტანდარტებით პერსონალური მონაცემების დაცვა მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე აისახება

2023-02-15 11:08:20

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და მისი კონტროლი იყო  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებული შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელშიც ასოციაციის წევრი კომპანიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან ვეფხვაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნეს,  მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სამსახურის ფუნქციების, მისიისა და საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარედგინათ.

ასევე, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ მარიამ გაიპარაშვილმა დეტალურად ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, რომელიც პირდაპირ იცავს მომხმარებელთა უფლებებს და ასევე, წარმოადგენს ბიზნეს სექტორის ინტერესს. ამასთან, საუბარი შეეხეო მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.

კერძოდ, ინფორმაციის მიღების, მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვისა და წაშლის უფლებებს, ასევე, უფლებების შეზღუდვასა და მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით ,,პირადი ინფორმაციის დაცვა  თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართალი  უკვე 10 წელს ითვლის, ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა უნდა შევძლოთ და ფეხი თანდათანობით ავუბათ თანამედროვე გამოწვევებს. უნდა დავამკვიდროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი საქმიანობა დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან არის დაკავშირებული.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად ემსჯელა პრაქტიკაში არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ პირდაპირ მარკეტინგზე, შრომით ურთიერთობებზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალური და საინტერესოა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

„პერსონალური მონაცემების დაცვა და მონაცემთა სწორი გზით დამუშავება მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის, ვინაიდან თანამედროვე სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნეს ოპერატორების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე. პოზიტიურად ვაფასებთ მსგავსი ფორმატის დიალოგს, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები