საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა და ბოლო ერთ წელიწადში, 227%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო უკვე ყაზახეთის ენერგორესურსების მთავარი გამტარიც ხდება და ეს პოტენციალი 2027 წლისთვის 100% უნდა იყოს ათვისებული.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023წლის 9 თვეში გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელსაც ყაზახეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გააქვს.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/ საერთო კრებ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ჯონდო შუბითიძე.
შპს არ ემ ჯი აურამაინ - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კავკასიის სამთო ჯგუფი ფლობს. გენერალური დირექტორია ჯონდო შუბითიძე.
შპს ტრანსფორდი - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - Pace International LLC (შპს პეის ინთერნეიშნლ) /აშშ/, ნიუ იორკი, 25% ; და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პეის ჯორჯია, რომელიც 75%-ს ფლობს. კომპანიის დირექტორია ვასილ მაზიაშვილი.
შპს ფუდსერვისი - 2018 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფუდმარტი ფლობს. კომპანიის დირეტორია აკაკი კამლაძე.
შპს ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია - 2021 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თეგეტა მოტორსი ფლობს. დირექტორია ნიკა აბესაძე.
შპს შარმ ტრეიდინგი - 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიას 5 მესაკუთრე ჰყავს - ზაზა ნიშნიანიძე ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 34%; ვახტანგ საძაგლიშვილი 10% ; სოლომონ მამუჩიშვილი 10% ;გიორგი ჩივაძე 16%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბი ეფ ო 30%. კომპანიის დირექტორია ვახტანგ საძაგლიშვილი.
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია - 2008 წელს დაფუძნდა, რომელის 100%-საც საერთაშორისო ბიზნეს კომპანია გრინფილდ ფაინენშიალ კორპ ფლობს, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია მამია ბერიძე.
შპს ჯ.ე.პ. - 2005 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს პალიტრა ჰოლდინგი ფლობს. კომპანიის დირექტორია მარიამ ქემაშვილი.
შპს ჯი არ სი - 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მფლობელი ჰყავს - გიორგი აღდგომელაშვილი 40% ; დავით ნიქაბაძე 15%; მერაბი ნიქაბაძე 30%; გიორგი ნიქაბაძე 15%. კომპანიის დირექტორია ლევან ჯანყარაშვილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება