2023 წელს უძრავი ქონების ფასები ლარში წლიურად 5%-ით, ხოლო დოლარში 8%-ით გაიზრდება - ამის შესახებ Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების ზომიერ ზრდას, რადგან:
რაც შეეხება ქირას, 2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, Galt&Taggart-ი 2023 წელს იჯარის ბაზარზე ფასების დასტაბილურებას და ქირის ნულოვან ზრდას, (როგორც ლარში, ისე დოლარში) ელოდება.
რაც შეეხება დღეს არსებულ ვითაებას, Galt&Taggart-ის დაკვირვებით, თბილისში უძრავ ქონებაზე დოლარში ფასები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. ფასების ცვლილება ნაწილობრივ გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამაც განაპირობა. კერძოდ, მათი წილი თბილისის გაყიდვებში 2022 წლის იანვარში 0.9% იყო, ოქტომბრამდე იზრდებოდა და ოქტომბერში 5%-ს მიაღწია, ხოლო დეკემბერში - 4.4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვიდა.
უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გაყიდვების დაახლეობით 70% ახალი ბულვარის და შიდა ცენტრის რაიონებში ხორციელდება. პირველ ხაზში გაყიდვების დაახლოებით 15% მოდის გაყიდვების 90% მცირე და საშუალო ზომის ბინებზე მოდის (25-50 კვ.მ. და 50-80 კვ.მ.)
Galt&Taggart-ის დაკვირვებით, ბათუმში ფასებზე მოქმედებს გაძვირებული მშენებლობა და შემცირებული მიწოდება. რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 2022 წელს ბათუმში იანვარში - 5.0% იყო, ხოლო დეკემბერში 17.6% შეადგინა.
უძრავი ქონების ფასის ინდექსი ბათუმში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და იანვარში $100, ხოლო დეკემბერში $154 შეადგინა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი