USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თხის რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, ნედლეული მცირეა - „არია“

თხის რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, ნედლეული მცირეა - „არია“

2023-03-25 00:30:46

ქართული ბრენდი „არია“ ადგილობრივ ბაზარზე 2 წლის წინ შეიქმნა და მომხმარებელს 50-მდე დასახელების რძის პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის „ბურატას“, „მოცარელას“, „სტრაჩატელასა და სხვა. რეცეპტები ქართველი, იტალიელი, შვეიცარიელი და ჰოლანდიელი ტექნოლოგების მიერ ერთობლივად შემუშავდა.

ერთადერთი პრობლემა, რაზეც „არიას“ კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი Business Insider Georgia- თან საუბრობს, ნედლეულის სიმცირეა. თუმცა იმედოვნებს, რომ „არიას“ საქმიანობა გახდება მაგალითი და მოტივაცია ფერმერებისთვის, მეთხეობის მიმართულება განვითარდეს, რადგან ქვეყანაში დიდი პოტენციალია. თანაც, თხის რძის პროდუქტებზე ბაზრის მოთხოვნა მზარდია, რომელსაც ნედლეულის სიმცირის გამო სრულად ვერ ვპასუხობთ.

„100%-ით ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ. ,,არიას" ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია თხის ფერმა, რძის გადამამუშავებელი საწარმო და მაღაზიების ქსელი. 50-მდე დასახელების რძე და რძის პროდუქტი გვაქვს. მათ შორის, იშვიათი დასახელების ნაწარმი, როგორიცაა ბურატა, სტრაჩატელა, თხის რძისგან დამზადებული იოგურტი, დაძველებული ყველი და სხვა“, - აცხადებს „არიას“ კომერციული დირექტორი. ამასთან თხის რძესთან ერთად, წარმოებაშია ძროხის და კამეჩის რძისგან დამზადებული პროდუქცია, რომელიც ასევე 100%-ით ნატურალურია და არანაირ დანამატსა და კონსერვანტს არ შეიცავს. „სამწუხაროდ, პრობლემაა ნედლეულის სიმცირე, ამიტომ კარგი იქნება თუ ადგილობრივი ფერმერები განვითარდებიან, ვინაიდან არ არის იმ მოცულობის ნედლეული, როგორიც მოთხოვნაა. კამეჩის და ძროხის რძეს ფერმერებისგან ვიბარებთ, ლაბორატორიულად ვამოწმებთ და შემდეგ ვუშვებთ წარმოებაში", - ამბობს თათა ქურხაშვილი. თხის ფერმა და საწარმო სამეგრელოში, მენჯში მდებარეობს. როგორც ,,არიას" კომერციული დირექტორი აღნიშნავს, თანამედროვე სტანდარტების საწარმო და ის გარემო, სადაც თხები ბალახობენ, კომპანიის პროდუქციის ხარისხს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. თათა ქურხაშვილი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ექსპორტზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ, ვინაიდან მთავარი აქცენტი ბრენდის განვითარებაზე კეთდება, რათა ადგილობრივი ბაზარი სრულად აითვისონ. ,,არიას" ერთი ბრენდული მაღაზია თბილისში აქვს, ორი კი ბათუმში. კომპანიაში 50 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები