სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილზე, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარებდა.
ორი მასიური მიწისძვრის შემდეგ, 4 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პირველი მიწისძვრა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრით ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ გაზიანთეპთან მოხდა. ამას მოჰყვა 40-ზე მეტი ბიძგები.
შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ელბისტანის რეგიონში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, (კაჰრამანმარაში) იყო.
მიწისძვრებს 4 310-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ თურქეთში, პირველი მიწისძვრის შემდეგ, 2 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 000-ზე მეტი დაშავდა. მეზობელ სირიაში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება