USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანიამ მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

დავით ნარმანიამ მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

2024-07-17 12:29:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო  წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და ის ახალი რეგულაციები განმარტა, რომელიც მელიორაციის სექტორში წყლის მიწოდების რეჟიმებს შეეხება.  

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ ემსახურება საირიგაციო წყლის გამჭვირვალე და სამართლიან განაწილებას, წყალმომარაგების სწორ მოლოდინის შექმნასა და წყლის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას. ამ მიზნით წესებში გამოყენებულია სხვადასხვა რეგულირების მექანიზმები რაც უზრუნველყოფს ამ ახალი რეგულაციის ეფექტურად დანერგვას. მიუხედავად იმისა რომ რეგულაციის ამოქმედებიდან მხოლოდ 7 თვე გავიდა,  შედეგები ხელშესახებია. პირველად მოხდა „საქართველოს მელიორაციის“  მიერ მიწოდების რეჟიმების გამოქვეყნება რომლის მიხედვითაც გაფორმდა წყალმომარაგების შეთანხმებები, დამტკიცდა წესების  მოთხოვნებთან თავსებადი ახალი ხელშეკრულების ფორმები, განისაზღვრა წყლის მოხმარების ნორმები როგორც ფერმერებისთვის ისე ტბორებისთვის.  ფერმერებისთვის დადგინდა რწყვის რაოდენობები კულტურების მიხედვით, ასევე განისაზღვრა წყლის მიწოდების წერტილები, რითაც გამოიკვეთა  წყლის მომარაგების პასუხისმგებლობის ზღვარი. აღნიშნული მიწოდების წერტილების დაზუსტების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო სისტემის აღწერა-ინვენტარიზაცია.  სემეკი  უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს მიწოდების წერტილების მოწყობისა და აღრიცხვიანობის გეგმა-გრაფიკს, სადაც პრიორიტეტულია თევზსაშენი მეურნეობების მიწოდების წერტილების უპირატესად მოწესრიგება წყლის კონტროლისა და აღრიცხვიანობისათვის. ახალი რეგულაცია ერთის მხრივ კრძალავს შეუთანხმებელ და არა რაციონალურ ხარჯვას, ხოლო მეორეს მხრივ ახალისებს მიზნობრივ მოხმარებას სხვადასხვა წახალისების მექანიზმების გამოყენებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის გამოწვევას წარმოადგენს წყლის მიწოდების რეჟიმების შესრულებაზე დაკვირვება და თუ ფერმერი ვერ მიიღებს შეთანხმებულ პერიოდში წყალს, მან უნდა მოითხოვოს დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. „ დეფიციტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში წყლის არსებული რესურსი მთლიანად იქნება მიმართული  ფერმერების (პროფილური მომხმარებლების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, და მხოლოდ, მათთვის საჭირო წყლის მიწოდების შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება. ამასთან, მელიორაციის კომპანია ვალდებულია გაითვალისწინოს მიმდინარე წლის წყალმომარაგების შედეგები მომდევნო წლის მიწოდების რეჟიმის შედგენისას, რაც ასევე უზრუნველყოფს საირიგაციო სექტორის წყალმომარაგებაში სწორი მოლოდინის შექმნას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, სემეკმა შეიმუშავა საინფორმაციო ბროშურა, სადაც დეტალურადაა აღწერილი საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. ბროშურა განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/files/momxmareblebis%20gverdi/Irrigation/For%20farmer.pdf

 

 

           

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები