USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

2024-07-19 12:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  სოლომონ პავლიაშვილმა  „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმი  „საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომელობა“   მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთი მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული კომპონენტი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო  პროგრამაში გათვალისწინებულია და ნებისმიერი ფერმერისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის და რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს, საექსტენციო სერვისი ხელმისაწვდომია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განხორციელდეს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს  ჩვენი ფერმერების  კონკურენტუნარიანობას და როგორც წარმოებული პროდუქციის ხარისხის, ისე რაოდენობის ზრდას. აღნიშნული დინამიკური პროცესის ადეკვატური უნდა იყოს პროფესიული განვითარების სისტემაც, რომელიც უპასუხებს ფერმერის საჭიროებებს და საექსტენციო სერვისებიც მათი შესაბამისი იქნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა,  დავით წითლიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)   წარმომადგენელმა, ელენე ცხაკაიამ.  VET პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ  წარადგინა.

ფორუმს  ესწრებოდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების, პროფესიული სასწავლებლების,  საჯარო და კერძო ექსტენციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროგრამის ფარგლებში,  შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში,  განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების  საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები