საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპორტული დირექტორის, კიტ მაკონელის განცხადებით, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის 8,8 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
„8,8 მილიონ ბილეთზე მეტია გაყიდული - წარმოუდგენელი ციფრია“, - ამბობს მაკონელი. ირკვევა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გაყიდული ბილეთების ეს რაოდენობა რეკორდულია. აქამდე ამგვარი რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტის 1996 წლის თამაშებს - 8,3 მილიონი ბილეთი.
„პარიზი-2024“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მონაცემებით, ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი 1,2 მილიონი ბილეთი. მათ შორის, არის საფეხბურთო მატჩებზე, ასევე კალათბურთზე, ხელბურთსა და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაზე დასასწრები ბილეთები.
IOC-ის სპორტული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მონაწილეობს სხვადასხვა სამსახურის, დაახლოებით 30 ათასი თანამშრომელი“.
პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა