ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკისწარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისმოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმისმთვლელი აპარატების მუშაობა.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალურიინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვისსაინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობაახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისულიარცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავისმოქალაქეობრივ ვალს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნოადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიებისდემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო დაკერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდანსაარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტისფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთპირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება