საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი 15%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო 5,494.87 ათასი დოლარის ღირებულების 1,396.01 ტონა მეორადი ტანსაცმელი (ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა) იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,640.79 ტონა
2023 წლის ორი თვის სტატისტიკით ქვეყანაში იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 39%-ი თურქეთიდან შემოვიდა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანაში შემოტანილი მეორადი ტანსაცმლის იმპორტის კუთხით ლიდერი 2022 წელია.
სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 10,882.20 ტონა მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა რის გამოც ქვეყნიდან 34,541.12 ათასი დოლარი გავიდა.
2022 წელს იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 38%-ი თურქეთიდან შემოვიდა, საუბარია 4,123.75 ტონაზე. მეორე ადგილზეა პაკისტანი, რომელზედაც ბაზრის 12%-ი მოდის.
სად ყიდულობს საქართველო ყველაზე მეტ მეორეულ ტანსაცმელს - ტოპ-10 ქვეყანა
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტის 25%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის - სულ 2,725.69 ტონა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება