საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. თურქეთი საქართველოს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებში მეორეა.
თურქეთიდან საქართველოში 2023 წლის იანვარში $164.7 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ მხრივ თურქეთი მე-5 პოზიციაზეა.
2023 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში $31 379. 5 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა. . 2022 წელს საქართველოდან თურქეთში $435,485.3 ათასის ღირებულების პროდუქცია ექსპორტირდა, ხოლო იმპორტმა $2,370,933.1 ათასი შეადგინა.
ცნობილია, TOP 10 ექსპორტიორი კომპანია საქართველოდან, რომელმაც თურქეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა:
საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სამ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 107 385.7 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი