ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,- თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საერთაშორისო გამოცემამ Euromoney-მ თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.
„საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება", - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება